შუალედი - დან - მდე
 
 


ჩრდილმა გადაიქროლა


[ციკლიდან „ეპოქა“]

რა ჩრდილი აეროპლანის
ველებზე გადისრიალებს,
გაზაფხულის დღეს დიადი
ტყე საიდუმლოდ შრიალებს.
მთა-კლდენი უზარმაზარნი
შესცქერენ: რა ამბავია?
მთიდან ჩანჩქერი გადმოქუხს,
თითქოს გრგვინვა და ზვავია.
ველი, მინდორი, ჭალები
გადიქცევიან თვალებად
და თითქო არაფერია -
ის ჩრდილიც მიიმალება.

[1928]