შუალედი - დან - მდე
 
 


ახალ იმედათ...


[ციკლიდან „ეპოქა“]

უკანასკნელად სხივები მზისა
იჯგუფებოდენ გულგაპობილი,
როცა მცხეთისკენ მიმავალ გზისად
შენი გამოჩნდა ავტომობილი.
მშვიდობით - მითხრა უკანასკნელად
ირისისფერმა ქროლამა შარფის.
გადამავიწყდა ეს განშორება,
ვით მწუხარება დახრილი წარბის.
დაღამდა, მთვარემ ამოანათა,
ტყე შუქითაა გადანალაქი
ახალ იმედათ, მშვიდობით, ეხლა
განათებული მოსჩანს ქალაქი.

[1928]