შუალედი - დან - მდე
 
 


უტეხი ხმებით


[ციკლიდან „ეპოქა“]

შენგნით იმედს შეუპყრივარ,
განცდა მომდევს გაბასრული,
ჩემ სიხარულს, აღტაცებას
ეხლა არ აქვს დასასრული.
გრძნობა ლბება უხილავად
უტეხელი იმა ხმებით,
გაღვიძებულ ოცნებითა
და აშკარა განახლებით.

[1928]