შუალედი - დან - მდე
 
 


მაინც ვიცი


[ციკლიდან „ეპოქა“]

დღეს მებაღემ სარებს ვაზი
მიაკონა, მოაკონა.
მზემ მიდამოს მშვენიერი
გაზაფხული მოაგონა.
ახმაურდეს ყველა ჩანგი
და გამძაფრდეს გულთა ძგერა,
ვერ დამაცხრობ, ვერ დამძალავ,
ვერ გამისწრებ ვერა, ვერა...
მაინც ვიცი, მაინც ვიცი...
ვერაფერი შესცვლის შვებას,
აღტაცებას იმედისას
და მსოფლიო გამარჯვებას.

[1928]