შუალედი - დან - მდე
 
 


გიგანტიური შუქიდან


[ციკლიდან „ეპოქა“]

გუშინ ქარმა და გრიგალმა
ტყის ნაპირები დათელა,
ეხლა ღამეა. აქ და იქ
ანათებს ციცინათელა.
გიგანტიური შუქიდან
კილოვატებში ცახცახებს,
გათენებამდე ტურბინის
ძარღვს ეს გრიალი დასძახებს,
დასცქერის მტკვარის ნაგუბარს,
მის ფანტასტიურ მონავეს,
და თვითონ ცისკრის ნათელიც
ამ ძალს ვერ დაიმონავებს.

[1928]