შუალედი - დან - მდე
 
 


გასწი, იარე!


[ციკლიდან „ეპოქა“]

კმარა, ნუ ფიქრობ უბედობაზე,
გასწი, იარე და არ დაღონდე,
ნუ დაგიმონებს მგლოვიარება,
თუ ულოდნელად ასაღამოვდეს.
იქ უნდობლობა, კიცხვა და დევნა
მუდამ ახალი ალით ინთება,
სადაც კი დიდი მიზნისთვის ბრძოლის
ნათელი შუქი გამობრწყინდება.

[1928]