შუალედი - დან - მდე
 
 


შორთა ყინულთა მხრები


[ციკლიდან „ეპოქა“]

კავკასიონი სჩანს მიმზიდველი.
განთიადის ჟამს
მის შორთა ყინულთ მხრები ტიტველი
იწყებენ კამკამს,
და სიზმარივით ცივი, მსუბუქი
ნისლების კრება
ძნად მოხვეული შემკრთალი შუქით
ირღვევა, ქრება.
რომ ცისფერია ის ყელსახვევი,
გულმა ვით არ სცნოს,
რაღაც სარკეა იქ შორეული...
მიყვარს ის ამ დროს.

[1928]