შუალედი - დან - მდე
 
 


მე მასთან ვარ ისევ ისე


[ციკლიდან „ეპოქა“]

იყო ნისლი და უარეს
ხმით მორევი ბარბაცებდა,
გემზე შენს თმებს მომღელვარეს
ქარიშხალი იტაცებდა.
იგი ნისლში ამართულ მთებს
ერთმანეთში გაურევდა,
აშორებდა მწვანე კალთებს
და შორიშორს აშურებდა.
ქარიშხალო, მომაშუქე
შენი ბრძოლის სიხალისე,
გაგყვა შენი სიჭაბუკე,
მე მასთან ვარ ისევ ისე.

[1928]