შუალედი - დან - მდე
 
 


* * * იმისთვის მღერის...


[ციკლიდან „ეპოქა“]

იმისთვის მღერის ცეცხლმოდებული
ის ცეცხლის ხმაზე,
რომ მთლად იგონებს აზვირთებულის
დღის სილამაზე.
მაგრამ თვითონვე ეს იცის განა?
გული, ტიალი!
უყვარს მთელი ზღვა, მთელი ქვეყანა
და ხეტიალი.

[1928]