შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ვისაც ელოდი...


[ციკლიდან „ეპოქა“]

ვისაც ელოდი, მას აღარ ელი,
სდუმს ღამის ურნა,
ქორწინების ხმა გასახარელი,
მიდუმდა ზურნა.
ნუგეში მშვიდი სიბერის დღეთა,
ძვირფასო სახლო,
მიიღე, როგორც თავის შვილს დედა,
სიცოცხლის ახლო.
მე გამახსენდა ქარი პირველი,
მთებში რომ მღერის,
საღამო ჩქარი და გამწირველი
ტობანიერის,
არ გამოითქმის გზად აღმართული
ის ბილიკები,
და მდინარეზე ფიქრში გართული
ტყეთა რიგები...

[1928]