შუალედი - დან - მდე
 
 


შენ, შუქთა მხარე


[ციკლიდან „ეპოქა“]

ვარსკვლავთა ფიფქით გულია სავსე,
ელვარებს მთვარე.
შავი ზღვის ზვირთთა სცურავხარ ნავზე,
შენ, შუქთა მხარე.
კიპარისები, დაფნები, პალმა -
მოსჩანან შორით
და ნავთსადგური ცისფერმა ალმა
დაბურა ტბორით.
როგორც ეს გული, მიეცა ჯადოს
მიდამო მთელი,
სულაც არ უშლის ქარიშხლის გრიალს
სიმღერა წრფელი.

[1928]