შუალედი - დან - მდე
 
 


რომ ლტოლვა დიდი არ დაიჩრდილოს


[ციკლიდან „ეპოქა“]

აღმოსავლეთი გვიყვარდა ჩვენ
ყველაზე უფრო,
და დაჟინებით გავცქეროდით
ეფრატს და ნილოსს,
შუა გაჭიმულს არაბეთის
ნახევარკუნძულს;
რომ ლტოლვა მისი არასოდეს
არ დაიჩრდილოს:
თანასწორობა, მიწა საერთო,
დაე, ბორკილებს მას ნუ ადებენ,
მშრომელს მიეცეს, რაც მას წაერთო,
წყვდიადს უფრო ნუ აწყვდიადებენ.

[1928]