შუალედი - დან - მდე
 
 


დრომ შუბლს ნაოჭი გადაუხარა


[ციკლიდან „ეპოქა“]

იქ მშვენიერი სუნთქვით სუნთქავს
მზეთა მაგია,
სტრიქონებია, ვით ციფრები
და ხანა ტოკავს.
ეხლა მე მესმის, ყველაფერი,
რაც კი კარგია -
მომავალს რად სურს მიაკუთვნოს
ჩვენს დიდ ეპოქას.
სმენა! თვალყური! ეპოქა ისვრის
ახალ ერესებს,
და იგი არის - დღეებს რომ გასცდა
უძლიერესებს.
ხავსი ედება კოშკებს უძველესს,
დრომ შუბლს ნაოჭი გადაუხარა,
ვერავინ აჰყრის მტკიცე საფუძველს,
ჩვენმა დრომ ახალს რომ ჩაუყარა.

[1928]