ბორკილის მეტს ის არაფერს ჰკარგავს
[ციკლიდან „ეპოქა“]
საქართველო მსოფლიოში შესვლით
ბორკილების მეტს არაფერს ჰკარგავს!
შეიცვალა ახალგაზრდულ იერით
და წინანდელ საქართველოს არ ჰგავს;
გადიფანტოს ფიქრებიდან ნისლი,
დაიხსომე კიდევ უფრო კარგად -
აზვირთებულ მსოფლიოსთან მისვლით
ბორკილის მეტს ის არაფერს ჰკარგავს.
[1928]