შუალედი - დან - მდე
 
 


დილის ნაპირზე შემოხვეული...


[ციკლიდან „ეპოქა“]

წავიდა გრძნობა, როგორც ნისლები,
დილის ნაპირზე შემოხვეული
და მოგონებად დარჩა, რამდენი,
შეცდომებისა ხევი რღვეული.
მაგრამ წარსული უბედურება,
მსუბუქ ოცნებით რომ გული ჰბუროს,
აღფრთოვანებით თვალს მიაყოლებს
ახალგაზრდობის მიმავალ ბურუსს.

[1928]