ბევრი ჩიხი, ბევრი ხვეული
[ციკლიდან „ეპოქა“]
ჩვენ მივდიოდით, ჩვენ მოვდიოდით,
როგორც ტალღები ზღვაზე რხეული.
ვვიდოდით ბნელში, ველოდით ბრძოლას
ბევრი ჩიხები, ბევრი ხვეული,
გადაგვილახავს ბევრი სიკვდილი,
ბევრი შეცდომა და დაბრკოლება,
რომ შემდეგ ისევ გადარჩენისთვის,
სიცოცხლისათვის გვემღერა ქება.
[1928]