შუალედი - დან - მდე
 
 


იქ, სადაც ყველა!


[ციკლიდან „ეპოქა“]

ესპანიოლკით,
პარიზიდან დაბრუნებული,
ის ბრძნულად სდუმდა.
ტუჩზე ღიმი სჩნდა დამცინველი.
ამ სახისაგან
მე ვილტოდი გაფითრებული,
ის მაშინებდა
როგორც უცხო, „შავი ფრინველი“.
საით მიდიხარ! -
მომჩხაოდა დაუთრგუნავი,
„იქ სადაც ყველა“ -
ვუპასუხე და გავექანე,
სად ხალხის ჰქუხდა
უკმარობათ დაძრული ზვავი,
სადაც ვიპოვე
მღელვარე ზღვა და ოკეანე.

[1928]