შუალედი - დან - მდე
 
 


სტრიქონები


[ციკლიდან „ეპოქა“]

უბრძანე არწივს მთის მწვერვალიდან
დაეშვას დაბლა და განადგურდეს,
უთხარი ირემს მთაზე იმ მთიდან
ნუ ხეტიალობს, სიკვდილი სურდეს.
უთხარი ცამდე ამართულ მუხას,
მუდამ იხვიოს ნისლი გრძნეული,
ახლა უბრძანე ამ ბობოქარ ზღვას,
იყოს პატარა და იჭვნეული.

არ შემიძლია. შენში გულისთქმა
უფრო მძლავრია, ვინემ ზღვის ფსკერი,
სილამაზისა კვლავ გიტაცებს ხმა
დაუშრეტელი, როგორც ჩანჩქერი.
ყოველთვის, როცა ხედავ ან ისმენ
სამარადისოდ რასმე მიმზიდველს,
შენ სიხარული აღგაფრთოვანებს,
ვით მწუხარება უდაბნოს ტიტველს.

[1928]