დემონიური
[ციკლიდან „ეპოქა“]
არარა ჰგიებს უკუნისამდე
სულ ყველაფერი მიდის და ჰქრება,
ღრუბელს, ამართულს უზრუნველ ცამდე
იდუმალება არ ესიზმრება.
მშვენიერებას უხმო სიკვდილი
მოელის ქვეყნად, თან არ მოელის...
შენთვის, ლაჩარო, უკვდავი არის
ხმა სატანასი და სამოელის.
[1928]