შუალედი - დან - მდე
 
 


მატერია


[ციკლიდან „ეპოქა“]

ძრწოდე სამყარო. ეს ჩვენი დროის
დაუნდობელი მზე და ნისლია,
მის წინააღმდეგ წასვლა არ ძალგიძს,
მის წინ შერხევაც არ შეგიძლია.
ციურო სულო, დაუმორჩილდი...
დედამიწაზე აიღე ხელი.
შენ ცა გეკუთვნის - მას დედამიწა.
შენ ძლეული ხარ - ის უძლეველი.

[1928]