პორტრეტი
[ციკლიდან „ეპოქა“]
მუდმივი ბრძოლით და შურისგებით
შთაგონებული, ცეცხლით გამთბარი
შეურიგებელ, ნათელი გრძნობით
სავსეა, როგორც ცეცხლით ლამპარი.
ამ დროს იმისი მთელი არსება
სხვადასხვა ფრთებად ირგვლივ ვრცელდება.
მისი აზრები სავსეა სიტყვით,
რომელიც საქმით ხორციელდება.
[1928]