მეტეხს იქით ცა, აჰა, ნათლდება
[ციკლიდან „ეპოქა“]
მეტეხს იქით ცა, აჰა, ნათლდება,
მზე ეფინება მიდამო არეს
და როგორც მთელი ქვეყნის ვედრება
აწყდება ძველი ტფილისის კარებს.
მოსვენებისგან ეხლა რას ელი,
სამარადისო რას მოგცემს ძილი?
ახალი დროის დასაწყისია,
ყოველმხრიდან - ხმა, ყველგან - ძახილი.
[1928]