შუალედი - დან - მდე
 
 


გულს მიეც სული და დაიქუხებს სიმღერის ლტოლვა ტიტანიური


[ციკლიდან „ეპოქა“]

შენის სიმღერით აღელვებული
ცისკარი, ნისლით თხემზე რომ იწვა,
გადმოექანა, როგორც თეთრი ზღვა
და ფანტომებად დადნა, დაიწვა.
დაე, ისმოდეს კვლავ სიმღერაში
ახალი ღელვის ელვა მზიური,
გულს მიეც სული და დაიქუხებს
იმისი ლტოლვა ტიტანიური.

[1928]