შუალედი - დან - მდე
 
 


* * * შენ გაღიმებით მისჩერებოდი...


[ციკლიდან „ეპოქა“]

შენ გაღიმებით მისჩერებოდი
მორთულ-მოკაზმულ უცხოელ ქალებს,
მე ვნახე შენი ღია თვალები,
როდესაც სხვები ნაბავდნენ თვალებს.
მაგრამ მათ სულაც არ ჰქონდათ გული,
მოწყენილობა ფარავდათ დაღათ,
შენში კი გულმა ბუნებრივობა
უცხოეთშიაც კი შეინახა.
შენზე ამბობდენ: რა სიმარტივის
უბადრუკ ნიმუშს ხატავსო, ბედო!
მაგრამ ცუდ რამეს ვერავინ იტყვის,
ახირებულსაც ვერ დავარქმევთო.

[1928]