შუალედი - დან - მდე
 
 


ნუ დაუმალავ ხალხს შენს იარებს


[ციკლიდან „ეპოქა“]

არის ცხოვრების უსამართლობა
შენთან მოსული მწარე ფიალით,
ის ეკლის გვირგვინს შუბლზე დაგადგამს
და შუბლი ელავს სისხლის სიალით.
ნუ დაუმალავ ხალხს ამ იარას,
დადექ იქ, სადაც შუქი ინთება:
ეკლიან შუბლზე უფრო ძლიერი
და მშვენიერი მზე გაბრწყინდება.

[1928]