შუალედი - დან - მდე
 
 


რომ დაეუფლო ახალ მწვერვალებს


[ციკლიდან „ეპოქა“]

გზას არ ასცილდე, სულთამხუთავი
რომ მოგეხვევა ბურუსი. შემდეგ -
ბილიკებს მიჰყევ, იარე მარცხნივ.
მზეა - იარე, მწვერვალზე შესდეგ.
ნუ მოაშორებ სიცოცხლეს თვალებს,
რომ დაეუფლო ახალ მწვერვალებს.

[1928]