შუალედი - დან - მდე
 
 


ელოდნენ რევოლუციას


[ციკლიდან „ეპოქა“]

ახალგაზრდობა, მომავლის ძალა,
სწუხდა ჯვარედინ ფიქრში გართული,
მათ ჰქონდათ გული იმ უდროობის
მწუხარებაში გამოკვართული,
მაგრამ ელოდნენ რევოლუციას,
ყოველთვის ახალ გრძნობას რომ ბადებს
და თავგანწირვით უერთდებოდნენ
სიმართლისათვის მებრძოლ ნაკადებს.

[1928]