შუალედი - დან - მდე
 
 


რა წარმტაცი ხარ, რა დიდებული!


[ციკლიდან „ეპოქა“]

კვლავ მიხარიან ძველი კორდიდან
რიონის ზვირთთა თვალის დევნება,
დაუცხრომლობა გაზაფხულისა
და ფერადების აშადრევნება.
რაღაც ახალის და კარგის ნახვით
ამიღელდება იმედით გული.
ო, მომავალზე მიმდევნო ფიქრო,
რა წარმტაცი ხარ, რა დიდებული!

[1928]