შუალედი - დან - მდე
 
 


მოგონება


[ციკლიდან „ეპოქა“]

წუთთა შვენება თანდათან ჰქრება.
მიჰქრიან დღენი, მიჰქრიან წლები
და სიბერის ჟამს დროს მაგონებს შავს
ეს ტირანიის ძველი კედლები

მომაგონდება მოთქმა, გოდება.
მკაცრ დესპოტების შური და მტრობა.
და მოგონებით კვლავ გამახარებს
მებრძოლთ ერთობა და მეგობრობა.

[1928]