ფელეტონების შემდეგ
[ციკლიდან „ეპოქა“]
განათებათა რიგი
ეთამაშება ლანდებს,
და არ ღალატობს იგი
ძველი თაობის ანდერძს.
დავიწყებული, ძველი
ფელეტონების წყება!
მათი ცრემლებით სველი
მხოლოდ ობობა ძღება.
ქარი მწვერვალებს ხრიდა
და აფარებდა ფოთლებს
უეცრად გასულთ წრიდან
მიუსსესა და ბოდლერს.
[1928]