შუალედი - დან - მდე
 
 


ნამდვილი და ხელოვნური ყვავილები


[ციკლიდან „ეპოქა“]

ნამდვილ ვარდების გვერდით
სდგას ხელოვნური ვარდი,
თქვენ სივრცეებზე სწერდით,
როგორც ნამდვილი ბარდი.
ფეოდალიზმის ნანა
მიუსსესა და ვერლენს
დღეს მოიგონებს ხანა,
როგორც გარდასულ მწერლებს.
რა გამოიტანს ეხლა,
რაც სამუდამოდ გიზის,
ინტელიგენტის გულში
შეჭრილ შხამიან სინდისს?

[1928]