შუალედი - დან - მდე
 
 


ფიქრები რატაციონის გრგვინვაში


[ციკლიდან „ეპოქა“]

რატაციონის მანქანის გრგვინვა -
ცხრაას ჩვიდმეტ წელს მე მომაგონებს:
ხან აღტაცებით მევსება გული,
ხან უცნაური ხმა დამაღონებს,
ხან ისმის მარში სამგლოვიარო,
თვალწინ დროშების შრიალი კრთება,
ხან გაიქროლებს სიხარულის ხმა,
რომ მოაგონოს ხალხს გამარჯვება.

[1928]