პროჟეკტორი ეძებდა მტერს
[ციკლიდან „ეპოქა“]
ტყე დაბურული
პროჟეკტორმა აანთო შორით,
ეს შუქი იყო
ბროლივით წმიდა და გამჭვირვალე,
ის მტერს ეძებდა
ჩასაფრებულს გორიდან გორით,
სისხლის მწყურვალე.
გაღმა ჰკივოდა ბნელი ჭოტი,
გამოღმაც ჭოტი,
ეშურებოდა წყარო ჩქრიალა...
უეცრად ჩაჰქრა პროჟეკტორი,
ავარდა შფოთი
და ზარბაზნებმა დაიგრიალა.
[1928]