შუალედი - დან - მდე
 
 


აქ საიდუმლო პატარა ქოხის - საიდუმლოა კაცობრიობის


[ციკლიდან „ეპოქა“]

გაშლილო ველო! ტყვიებო კოხის,
რაა წამება თქვენთან იობის?
აქ საიდუმლო პატარა ქოხის
საიდუმლოა კაცობრიობის!
ვინ? ამნაირი გამოძახილი
არაფერს ქვეყნად ჯერ არ ქონია,
მას ხომ თავისი არ აქვს სახელი,
მისი სახელი - ლეგიონია.

[1928]