შუალედი - დან - მდე
 
 


* * * გზა სახიფათო...


[ციკლიდან „ეპოქა“]

გზა სახიფათო. როგორ მკვიდრია
ბროლის მინები, ოქროს აკვანი;
ფეხი გაუსხლტა... „რა სიმდიდრეა“
და უეცრად ძირს მოსძვრა ბრაგვანი.
„ღმერთო! მოსტეხე ბურჟუაზიას
კისერი, თავი, ძვალი ზურგისა,
როგორც მან უქმად გამოიგონა
პარკეტი პოლკის და მაზურკისა“.

[1928]