შუალედი - დან - მდე
 
 


უძლეველი არმია


[ციკლიდან „ეპოქა“]

აღმოსავლეთით და დასავლეთით
სახელოსნოთა რკინით ნაგები,
ჰკივიან, ჰგრგვინვენ სიმძიმე-დავლით,
გადაკვამლული ლიანდაგები.
ბორბლები ბორბლებს ეჩქარებიან,
დრომ სივრცე შესძრა და დაარბია,
აღმოსავლეთით და დასავლეთით
ეს უძლეველი არის არმია.

[1928]