შუალედი - დან - მდე
 
 


იალქანი დაუცხრომელი


[ციკლიდან „ეპოქა“]

როგორ მშფოთარებს,
როგორ გრგვინავს თვალუწვდენი ზღვა,
სადაც გრიგალი
არის მხოლოდ ყოვლის მპყრობელი,
ერთადერთ სიბრძნედ
მიმაჩნია, რომ ამ გრიგალთან
ისე მოაწყო
იალქანი დაუცხრომელი,
რომ ქარიშხალმა წაიყვანოს სიცოცხლის ნავი
იქ, სადაც მთელი
მსოფლიოის ბრწყინავს ვარსკვლავი.

[1928]