შუალედი - დან - მდე
 
 


ვერ აშორებ ელვას თვალებს


[ციკლიდან „ეპოქა“]

ქარხნებს როცა დაჰგუგუნებს
მანქანები შრომის ხმაზე,
შენში არის მებრძოლ ქალის
და მანქანის სილამაზე.
კარგი დღეა: მინის კრთომა,
ბრჭყვიალება მზისა თასთა
და იმ სხივზე უფრო მეტად
გინათს სახე ახალგაზრდა.
ვერ აშორებ ელვას თვალებს,
ამ ელვაში კი რაც არი
ახალგაზრდულ სიხარულის
მშვენებაა საოცარი.

[1928]