შუალედი - დან - მდე
 
 


ის დროება სიზმარივით წავიდა


[ციკლიდან „ეპოქა“]

ის დროება სიზმარივით წავიდა,
ოდეს ბავში იყავ მოხეტიალე,
რკინისგზები - სავსე სანახავითა,
რონოდები ცივი, ოხერტიალი.

ნუ იგონებ მწარე თავგადასავალს,
როს მშიერი, დასისხლული ფეხებით
მთელი ქვეყნის ასავალს და დასავალს
შენ სწონიდი მედგრად, გულგამეხებით.

ყველაფერი სიზმარივით წავიდა,
როგორც ქარი, როგორც ყინვა და თოვლი.
სავსე არის ახალ სანახავითა
ისევ ბრძოლა, ბრძოლა თანადროული.

[1928]