შუალედი - დან - მდე
 
 


ოცნებაო, მოიგონე...


[ციკლიდან „ეპოქა“]

მოიგონე ძველი მეხი,
ცეცხლის დილა, ცეცხლის ბინდი,
ფოლად უზანგს მოსდე ფეხი
და კვლავ მერანს მოაფრინდი.
ოცნებაო, მოიგონე,
დღეები რომ ჰგავდნენ ზვირთებს,
ის მერანი ისევ გიხსნის,
სადაც უნდა გაგიჭირდეს.

[1928]