შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ასეთი კაცია...


[ციკლიდან „ეპოქა“]

ასეთი კაცია,
უყვარს თეზისები, კლასიფიკაცია.
ნურვინ ნუ ინებოს გაამხანაგება,
მისი ტერმინების ისევ დალაგება.
კაცად მეგულები: თუ ხარ გულკეთილი,
უნდა ფორმულები გქონდეს მოჭედილი,
არც ერთი სიტყვა ზედმეტი, დაგვიანებული,
არც ერთი შემთხვევითი, დანაგვიანებული,
სიტყვას გარშემო ხმა არ აქვს მონური,
სიტყვა ეკრეჟიმია - რევოლუციონური.

[1928]