შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ზანგებმა ზიზღით შეხედეს ლაჟვარდს...


[ციკლიდან „ეპოქა“]

ზანგებმა ზიზღით შეხედეს ლაჟვარდს,
ზიზღით შეჰყვირეს მზეს ათრთოლებულს:
ახარებს შენი მკვეთრი ნათელი
ყოველ მხეცს, ყოველ მცენარეთ კრებულს.
მაგრამ ის მზეა. იგია დედა
მთელი მსოფლიოს, მთელი ბუნების,
უფრო ახლოა სასახლეები, -
მიზეზი თქვენი დაძაბუნების.

[1928]