შუალედი - დან - მდე
 
 


როგორც ცხენოსანთა ჯარი


[ციკლიდან „ეპოქა“]

როგორც ცხენოსანთა ჯარი
მზის ჯარია ღრუბლის ჯარში;
როგორც ცხენოსანთა ჯარი
ხმალი ხმალთან, შუბი ფარში;
როგორც ცხენოსანთა ჯარი
სიმღერა ჰქუხს მთა და ბარში;
როგორც ცხენოსანთა ჯარი
იხლართება ზარი ზარში,
საომარი დროის მარში;
როგორც ცხენოსანთა ჯარი
აგრიალდა ისევ ქარში,
გრიგალი რომ მწარედ სტვენდა
და ჩქარობდა სისხლის ღვარში...
საომარი დროის მარში,
საომარი დროის მარში.

[1928]