ხერხი, შალაშინი [ციკლიდან „ეპოქა“] ჩვენ არავის ვეკრძალებით,ჩვენ ვერავინ დაგვაშინებს,მედგრად გააქვთ ხმაურობახერხებსა და შალაშინებს.ყველაფერი არის შრომა,სოფლის ბრუნვა გაგვიგია,ბევრი ციხე დაგვილეწავს,შრომის კოშკი აგვიგია.[1928]