შუალედი - დან - მდე
 
 


ქარი ანიავებს ფერფლს


[ციკლიდან „ეპოქა“]

ეხლა ქარი ანიავებს
დახავსებულ დროის ფერფლებს,
ბევრი მსხვერპლი შეუწირავს,
ეხლა ვერვის ვერ იმსხვერპლებს.

ჩვენთვის ტკბილია
ქარიშხლიან წარსულის კრთომა,
არ გვეზიზღება
მოგონება შფოთიან დღეთა,

იმ ჯოჯოხეთთან
მომავლისთვის გვიყვარდა შრომა,
და არა შიში,
ან ბრძოლის დროს სასოწარკვეთა.

[1928]