შუალედი - დან - მდე
 
 


რამდენ ღამეს მოეღო ბოლო


[ციკლიდან „ეპოქა“]

მომაგონდება ძველი ცხოვრება
და განთიადი ჩვენი ბედისა...
ვფიქრობდით: როდის გამოაშუქებს
მზე გათენების და იმედისა;
როდის იქნება ხალხის ტანჯულის
სამართლიანი ქვეყნად უფლება,
თანასწორობა, შრომა, სიმართლე,
ერთობა, ძმობა, თავისუფლება?!
ბოლო მოეღო ხალხის წამებას
და ფუჭ ცხოვრებას, უნაყოფობას,
მაშ, რამდენ ღამეს მოეღო ბოლო,
რამდენ წურბელას, რამდენ ობობას!

[1928]