შუალედი - დან - მდე
 
 


ჩვენ ავდიოდით სახრჩობელაზე


[ციკლიდან „ეპოქა“]

ოჰ, როგორ გვძულდა ჩვენ ბოროტება,
გვძულდა მტარვალი, გვძულდა მჩაგვრელი,
მუდამ ვიყავით დამონებულის,
დაცემულ მოძმის მწე და მფარველი.
ჩვენ შევებრძოლეთ უსამართლობას,
არ შევუშინდით მტრების მუქარას,
გმირმა არც ერთმა შებრძოლებაში
არჩეულ გზას არ გადაუხარა.
ამხანაგებო! გვწამდა - თანაბრად
გაიშუქებდა მზე სულ ყველაზე,
ამ რწმენით, სულით დამშვიდებულნი
ჩვენ ავდიოდით სახრჩობელაზე.

[1928]