შუალედი - დან - მდე
 
 


მაინც სწამდა გამარჯვება!


[ციკლიდან „ეპოქა“]

მრავალისთვის მკაცრ ბრძოლის დროს
გაუგმირავთ ტყვიით გული,
გმირს სიცოცხლე შეუწირავს,
რომ დაეხსნა ძმა ჩაგრული.
მრავალს სოფლის უკუღმართი
ბრუნვა ვერას აშინებდა,
დღით არ სთვლემდა შურისგება
და ღამით არ აძინებდა.
მრავალს ჰქონდა წინათგრძნობა,
რომ სიკვდილს ვერ გადარჩება,
მაინც იდგა ბრძოლის ველზე,
მაინც სწამდა გამარჯვება!

[1928]