შუალედი - დან - მდე
 
 


ჩვენ ის გვიყვარს


[ციკლიდან „ეპოქა“]

მინახავს ბრძოლის სიმშვენიერე,
მას არ უდგება ალი მწუხარე,
ცრემლი არ გვამცნევს გადამწყვეტ ჟამად
გადარღვეული ცეცხლი მქუხარე.
ის ძლიერია... და ჩვენ ის გვიყვარს,
როგორც ათასთა - ათასი ქნარი,
ჩვენს საუკუნეს სხვა ხანათაგან
იგი გამოყოფს მარად მედგარი.

[1928]