შუალედი - დან - მდე
 
 


თანასწორი


[ციკლიდან „ეპოქა“]

იმ სიმძლავრეს, იმ სიმაღლეს...
ჯერ ძლივს ხედავს ჩვენი თვალი,
რამდენ შვებას და სიცოცხლეს
მოაქანებს მომავალი.
ვერვინ შესძლებს ამ სტიქიას
დაუკარგოს ფეროვნება,
როს თანასწორ მზესთან მივა
თვითეული ეროვნება.

[1928]